ფილმში ცნობილი როკ-ვარსკვლავისა და რეჟისორის (შოენერტსი და სუინტონი) წყვილი იტალიის ერთ-ერთ იდილიურ კუნძულ პანტელერიაზე ისვენებენ. მოულოდნელად მათ თავიანთი ძველი მეგობარი და მისი ქალიშვილი (ფაინსი და ჯონსონი) დაადგებიან თავს. ოთხეულს შორის ეჭვით, ვნებებითა და საფრთხით სავსე დაძაბული გარემო იქმნება.
↧